Saturday, October 26, 2013

ტრენინგის მესამე დღე



დღის წესრიგი: მოდული 2 სასწავლო პროექტის დაგეგმვა

  • სტანდარტის დადგენა
  • პროექტის მიზანი
  • მიმარტულების მიმცემი საკვანზო საკითხების შემუშავება და განხილვა
  ტრენინგი დავიწყეთ მისალმებით. გავიმეორეთ წინა დღის მასალა. დავამუშავეთ საკითხავი ნაწილი.  განვიხილეთ არჩეული პროექტის შესაბამისი საგნობრივი სტანდარტი. სტანდარტიდან გამომდინარე შევიმუშავეთ პროექტის მიზანი. ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები- ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი ხასიათის.  საკუთარ საქაღალდეში შევინახეთ პროექტის გეგმა, ბლუმის ტაქსონომია, საკვანძო კითხვებისთვის რჩევები, საკვანძო კითხვების მაგალითები, დავზიპე საქაღალდე  და შევინახე ფოსტაზე.
 ტექნიკური თვალსაზრისით ვიმუშავეთ ბლოგის გვერდების შექმნაზე 

Sunday, October 20, 2013

ტრენინგის მეორე დღე

დღის წესრიგი
1. პუბლიკაციების მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე;
2.გამოცემის მომზადება;
3.რეფლექსია.

ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის მასალების გახსენებით და გამეორებით,შემდეგ გადავედით ახალი საკითხის განხილვაზე. სასწავლო პროექტის დაწყების წინ მნიშვნელოვანია ვაცნობოთ მის შესახებ სასკოლო საზოგადოების წევრებს. ამისთვის მოსახერხებელია მივმართოთ ინფორმაციული ბუკლეტის გამზადებას.ვისაუბრეთ  და გავეცანით ბუკლეტების შაბლონებს,ტრენინგის მონაწილეებმა ავირჩიეთ  ჩვენთვის სასურველი ფორმა და ვიმუშავეთ მასზე.

მე შევქმენი ბუკლეტი სასწავლო პროექტის ,,ზნეობრივი გმირები"-ის შესახებ. ბუკლეტით მივმართე სასკოლო საზოგადოების წევრებს გაცნობოდნენ სასწავლო პროექტის სწავლებით მნიშვნელობას, პროექტით განსაზღვრულ აქტივობებს და ზოგაგდად ზნეობის მნიშვნელობას როგორც სასწავლო პროცესში ასევე ნებისმიერი ურთიერთობის დროს.
შაბლონის გარდა ჩვენ ვიმუშავეთ ინდივიდუალურად ბუკლეტის შექმნაზე, ცხრილის შექმნაზე, მის გაფორმებაზე. საქაღალდე დავაარქივეთ და გავაგზავნეთ ფოსტაზე.
ამ დღეს გავეცანით ასევე კედლის გაზეთ ,,საგანმანათლებლო რესურსებს".

Saturday, October 19, 2013

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგი-ინტელის სასწავლო კურსი

ჩატარების ადგილი        გორი სსიპ 7 სკოლა

ჩამტარებელი ორგანიზაცია       მასწავლებელთა სახლი

ტრენერი     ქეთინო ცერაძე

პირველი დღე 

ტრენინგი დაიწყო მისალმებით. მონაწილეები გავეცანით ერთმანეთს. ტრენერმა მინილექციის სახით ისაუბრა ინტელის ძირითადი სასწავლო კურსის შესახებ. გავმართეთ მოკლე დისკუსია ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. ვუპასუხეთ ტრფენერის კითხვას -რის საშუალებას იძლევა პროექტით სწავლება. ყურადღება შევაჩერეთ ინტელის ძირითადი სასწავლო კურსის მიზანზე-21-საუკუნის უნარებზე.
გავიარეთ 1 მოდულის სამი აქტივობა: 1. აქტივობა-დასაწყისი; 2.სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა; 3.პროექტის მოთხოვნების გაცნობა.
ვნახეთ 3 წუთიანი ფილმი -მოსწავლეთა ერთობლივი მუშაობა პროექტებზე.
ვიმუშავეთ პორტფოლიოს სტრუქტურაზე.შევქმენით საქაღალდე, მასში გავხსენით კიდევ რამდენიმე საქაღალდე: კურსის რესურსები; მოსწავლის ნიმუში; სასწავლო პროექტის გეგმა; სასწავლო პროექტის დამხმარე; სურათები, აუდიო, ვიდეო; შეფასება.
საქაღალდეში, კერძოდ კურსის რესურსებში შევინახე პორტფოლიოს რუბრიკა ,ჩეკლისტი და სხვა.
საქაღალდის მასალა ავტვირთეთ ფოსტის დრაივში. ტრენინგის მსვლელობის დროს დავამუშავეთ საკითხავი მასალა, მოვინიშნე რის შესახებ მქონდა ინფორმაცია, რა არ ვიცოდი. ასევე ვისწავლე ტექნიკური თვალსაზრისით, როგორ უნდა წამეშალა ჩემი ნამუშევარი.
შევქმენით ბლოგი-ინტელის სასწავლო კურსი.