დღის წესრიგი
1. პუბლიკაციების მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე;
2.გამოცემის მომზადება;
3.რეფლექსია.
ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის მასალების გახსენებით და გამეორებით,შემდეგ გადავედით ახალი საკითხის განხილვაზე. სასწავლო პროექტის დაწყების წინ მნიშვნელოვანია ვაცნობოთ მის შესახებ სასკოლო საზოგადოების წევრებს. ამისთვის მოსახერხებელია მივმართოთ ინფორმაციული ბუკლეტის გამზადებას.ვისაუბრეთ და გავეცანით ბუკლეტების შაბლონებს,ტრენინგის მონაწილეებმა ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი ფორმა და ვიმუშავეთ მასზე.
მე შევქმენი ბუკლეტი სასწავლო პროექტის ,,ზნეობრივი გმირები"-ის შესახებ. ბუკლეტით მივმართე სასკოლო საზოგადოების წევრებს გაცნობოდნენ სასწავლო პროექტის სწავლებით მნიშვნელობას, პროექტით განსაზღვრულ აქტივობებს და ზოგაგდად ზნეობის მნიშვნელობას როგორც სასწავლო პროცესში ასევე ნებისმიერი ურთიერთობის დროს.
შაბლონის გარდა ჩვენ ვიმუშავეთ ინდივიდუალურად ბუკლეტის შექმნაზე, ცხრილის შექმნაზე, მის გაფორმებაზე. საქაღალდე დავაარქივეთ და გავაგზავნეთ ფოსტაზე.
ამ დღეს გავეცანით ასევე კედლის გაზეთ ,,საგანმანათლებლო რესურსებს".
No comments:
Post a Comment