ტრენინგი-ინტელის სასწავლო კურსი
ჩატარების ადგილი გორი სსიპ 7 სკოლა
ჩამტარებელი ორგანიზაცია მასწავლებელთა სახლი
ტრენერი ქეთინო ცერაძე
პირველი დღე
ტრენინგი დაიწყო მისალმებით. მონაწილეები გავეცანით ერთმანეთს. ტრენერმა მინილექციის სახით ისაუბრა ინტელის ძირითადი სასწავლო კურსის შესახებ. გავმართეთ მოკლე დისკუსია ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. ვუპასუხეთ ტრფენერის კითხვას -რის საშუალებას იძლევა პროექტით სწავლება. ყურადღება შევაჩერეთ ინტელის ძირითადი სასწავლო კურსის მიზანზე-21-საუკუნის უნარებზე.
გავიარეთ 1 მოდულის სამი აქტივობა: 1. აქტივობა-დასაწყისი; 2.სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა; 3.პროექტის მოთხოვნების გაცნობა.
ვნახეთ 3 წუთიანი ფილმი -მოსწავლეთა ერთობლივი მუშაობა პროექტებზე.
ვიმუშავეთ პორტფოლიოს სტრუქტურაზე.შევქმენით საქაღალდე, მასში გავხსენით კიდევ რამდენიმე საქაღალდე: კურსის რესურსები; მოსწავლის ნიმუში; სასწავლო პროექტის გეგმა; სასწავლო პროექტის დამხმარე; სურათები, აუდიო, ვიდეო; შეფასება.
საქაღალდეში, კერძოდ კურსის რესურსებში შევინახე პორტფოლიოს რუბრიკა ,ჩეკლისტი და სხვა.
საქაღალდის მასალა ავტვირთეთ ფოსტის დრაივში. ტრენინგის მსვლელობის დროს დავამუშავეთ საკითხავი მასალა, მოვინიშნე რის შესახებ მქონდა ინფორმაცია, რა არ ვიცოდი. ასევე ვისწავლე ტექნიკური თვალსაზრისით, როგორ უნდა წამეშალა ჩემი ნამუშევარი.
შევქმენით ბლოგი-ინტელის სასწავლო კურსი.
ძალიან მომეწონა თქვენი პროექტის სარეკლამო ბუკლეტი.
ReplyDelete