- დროში გაწერილი შეფასების შედგენა;
- პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა;
- პრეზენტაციის გადატანა ბლოგზე;
ტრენინგი დავიწყეთ მისალმებით. ტრენერი რამდენიმე წუთის განმავლობაში გვესაუბრა იმ ტრენინგის მიზანსა და შთაბეჭდილებებზე, რომელშიც თვითონ ღებულობდა მონაწილეობას(etwinnig).
მოკლედ მიმოვიხილეთ წინა ტრენინგის მასალა.შემდეგ დავუბრუნდით დღის წესრიგს. ტრენერმა დასვა მთავარი შეკითხვა-პროექტზე მუშაობის დროს რა მომენტში- რას ვაფასებთ. წავიკითხეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი, განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები. დავამუშავეთ ,,პროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასება''. ეს დოკუმენტი განმარტავს მოსწავლეზე ორიენტირებულ შეფასებას. ვიმუშავეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმაზე, შევავსე შეფასების ინსტრუმენტების მოკლე ანალიზი.pover point-ის პროგრამაში შევქმენი ჩემს მიერ არჩეული პროექტის პრეზენტაციაზე და გადავიტანე ბლოგზე.
No comments:
Post a Comment