დღის წესრიგი:
- 5 მოდული;
- მოსწავლის ნიმუშების შეფასების რუბრიკა;
- პრეზენტაცია;
- ოტოალბომის შექმნა და ბლოგზე გადატანა.
ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის სამუშაოს გასენებით. შემდეგ განვიხილეთ 5 მოდულის 1 აქტივობის მესამე ნაბიჯი -განმავითარებელი შეფასება. ჩემი დაინტერესება გამოიწვია პროექტის შეფასების რუბრიკამ. აქტივობა-2: მოსწავლეთა ფორმების შედგენა, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის განვიხილეთ მიხნების დასახვის მახასიათებლების ოთხი დონე. დავათვალიერეთ შეფასების ნიმუშები და დავაკონკრეტეთ, რომ რასაც აკეთებს მოსწავლე -მისი შეფასების რუბრიკა უნდა შეიქმნას. პირადად მე ვიმუშავე პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაზე. პარალელურად ტექნიკური საკითხებიც გაგვახსენა ტრენერმა, მაგ.: ცხრილის უჯრის ფერის შეცვლა.
Pover point-ში ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციაზე -,,ზნეობის გმირები''-თან დაკავშირებით, შეფასების რუბრიკის შესაბამისად.
ვისწავლეთ ფოტოალბომის შექმნა(ყდის სურათის არჩევა, სურათის წაშლა, ბლოგის წაშლა) და მისი გადატანა ბლოგზე.
No comments:
Post a Comment