- პროექტის პორტფოლიოს გადახედვა და სრულყოფა;
- პორტფოლიოს ატვირთვა ინტერნეტში;
- პროექტების პრეზენტაცია;
- რეფლექსია ბლოგზე;
ტრენინგი დავიწყეთ მისალმებით. შემდეგ გადავხედეთ კიდევ ერთხელ პორტფოლიოს. მე მაკლდა კვლევის შედეგები, ვიმუშავე word-ის ფორმატში და ტრენერის დახმარებით გავეცანი my drive-ში მნიშვნელოვან ტექნიკურ ნიუანსს, კერძოდ ,,დრაივ''-ში ატვირთულ ერთი საქაღალდიდან მეორეში გადატანა.
ავტვირთეთ პორტფოლიო ინტერნეტში, ინტელის სასწავლო კურსის ბლოგზე განვათავსეთ ტრენინგის განრიგი და სასწავლო მასალა.
ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გავაცანით განხორციელებული პროექტები. ვიმუშავეთ რეფლექსიაზე და ტრენინგის დროს შექმნილი ბლოგი გადავიტანეთ ჩემს მთავარ გვერდზე-მაია ქურდაძის პორტფოლიო.
მინდა მადლობა გადავუხადო ტრენერს:
- პროფესიონალიზმისთვის;
- ენთუზიაზმისთვის;
- ოპტიმიზმისთვის;
- ,,შესაშური'' ენერგიისთვის;
- ერთი აქტივობიდან მეორეზე დროულად და უპრობლემოდ გადასვლისთვის;
- ჯანსაღი ფსიქიკისა და ურთიერთობისთვის;
- ხალისისა და სიყვარულისთვის.